როგორ ნახულობს სოციალური ინიციატივა სარგებელს?
სტრუქტურული შემოწირულობა ShopDonation - ის საშუალებით
სოციალურ ინიციატივებს შეუძლიათ მუდმივი ფინანსური მხარდაჭერის მიღება ShopDonation-ის პლატფორმაზე. განმეორებადი შემოწირულობების მიღება არ არის მარტივი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის. ამასთან, საქართველოში სხვა მსგავსი პლატფორმა არ არსებობს. გაეცანით აქ, როგორ ხდის ShopDonation ამას შესაძლებელს. წარმოიდგინეთ ShopDonation, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შემოსავლის შესაქმნელად, ორი მარტივი ნაბიჯით.
როგორ
პირველი ნაბიჯი ShopDonation - ის პლატფორმაზე თქვენი ინიციატივის დარეგისტრირებაა, რითაც ავტომატურად შექმნით საკუთარ ბმულს ამ ფორმით: Shopdonation.ge/name. ყველა, ვინც თქვენთვის მონიჭებული ბმულის მეშვეობით შეიძენს პროდუქტს / მომსახურებას ShopDonation - ზე განთავსებულ მაღაზიებში, გამოიმუშავებს შემოწირულობას თქვენივე ინიციატივისთვის. ვინაიდან, ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად ვაჭრობს ონლაინ, ShopDonation - ის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი ინიციატივისთვის მუდმივი ფინანსური მხარდაჭერის მიღება - it’s that simple.
გაუზიარეთ მხარდამჭერებს
მეორე ნაბიჯი: სთხოვეთ თქვენს მხარდამჭერებს, ონლაინ ვაჭრობისას თქვენთვის მონიჭებული უნიკალური ბმული გამოიყენონ. ShopDonation - ის პლატფორმაზე, შესაძლოა, მათი საყვარელი ონლაინ მაღაზიებიც იყოს განთავსებული. აუცილებელია, რომ თქვენი მხარდამჭერები ჯერ თქვენს უნიკალურ ბმულზე გადავიდნენ და მათი სასურველ ონლაინ მაღაზია აირჩიონ. თითოეული შესყიდვიდან თანხის გარკვეული ნაწილი თქვენი ინიციატივის შემოწირულობად იქცევა, მხარდამჭერებისთვის ზედმეტი ხარჯის გარეშე! აღნიშნულ ბმულზე იპოვით მზა ბროშურებს/პოსტერებს, რომლებიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და თქვენს ინიციატივას მოარგოთ, შემდგომ კი გააზიაროთ.
ახლო წრე
მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჩართულობა მარტივი გზაა შემოსავლის მცირე, თუმცა საიმედო წყაროს შესაქმნელად, რამაც შეიძლება ნებისმიერ სოციალურ ინიციატივას სარგებელი მოუტანოს. შემდგომი მიზანია ShopDonation - ის რეგულარული მომხმარებლების ჯგუფის გაზრდა სოციალური მედიის, ვებ-გვერდის და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ
შემოწირულობის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანის ჩართვას შეძლებთ, რომ ShopDonation - გან მონიჭებული უნიკალური ბმულის მეშვეობით შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება. მხოლოდ დარეგისტრირება ShopDonation - ზე არ ქმნის შემოსავლის წყაროს - მნიშვნელოვანია უნიკალური ბმულის თქვენი მხარდაჭერებისთვის გაზიარება. ჩვენი რჩევებისა და მარკეტინგული მასალების დახმარებით, თქვენ შეძლებთ მარტივად და ეფექტურად გააზიაროთ ინფორმაცია რამდენიმე წუთში.
Per User
სტატისტიკის მიხედვით, თითოეული მომხმარებელი ყოველთვიურად 5$ - ის შემოწირულობას გაიღებს (ზოგი ამ ნიშნულს წელიწადში ერთხელ, საშობაო ვაჭრობით აღწევს, ან, სულაც, ახალი სადაზღვევო პაკეტის შეძენით).
გამოცდილებამ გვაჩვენა რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერებისთვის ინიციატივის ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ შეხსენება. ShopDonation ახალი კონცეფციაა და მეტი ძალისხმევა სჭირდება, სანამ „donating for free” ჩვევად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის შემოსავალი შეიძლება შემცირდეს, რაც სამწუხარო იქნება, რადგან კონცეფცია უფასოა ყველა მონაწილე მხარისთვის.
მომგებიანი პერიოდები
საშობაო პერიოდში უამრავი ადამიანი იყენებს ონლაინ შოპინგს. შესაბამისად, იდეალური პერიოდია თქვენი ShopDonation - ის ბმულის პოპულარიზაციისთვის. წლის დასაწყისში, ხალხის უმეტესობა იწყებს საზაფხულო არდადეგების დაგეგმვას და დაჯავშნას, რასაც ასევე შემოწირულობების გაზრდა შეუძლია.
ShopDonation მსოფლიო მასშტაბით
ShopDonation ბევრ ქვეყანაში უკვე წარმატებული სტარტაპია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ სოციალურ ინიციატივას შეუძლია მიიღოს შემოსავალი სხვადასხვა ქვეყნიდან.
სოციალური ინიციატივები სულ მალე მიიღებენ საერთაშორისო ბმულს, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ შემოწირულობების მიღებას ნებისმიერი ქვეყნის ShopDonation - ის პლატფორმიდან. მხარდამჭერებისთვის ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვა ქვეყანაში იმყოფებიან, მაინც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმავე ინიციატივას ონლაინ შესყიდვებით მთელ მსოფლიოში.
დაარეგისტრირე სოც. ინიციატივა
ქვეყნები სადაც ShopDonation - ის სტარტაპი უკვე მუშაობს:
- აშშ: www.shopdonation.com
- დიდი ბრიტანეთი: www.shopdonation.co.uk
- შვეიცარია: www.shopdonation.ch
- სამხრეთ აფრიკა: www.shopdonation.co.za
- ნიდერლანდების სამეფო: doelshop.nl