კომერციული შესყიდვები

ShopDonation-ის პლატფორმაზე პროდუქტის ან სერვისის შეძენით, სოციალური ინიციატივა შემოწირულობას იღებს ისე, რომ კომპანიას დამატებითი ხარჯის გაღება არ უწევს. Shopdonation-ის საიტზე განთავსებულ პროდუქციას ფასი არ ემატება. არ არის დაფარული ან დამატებითი ხარჯები. ამასთანავე, Shopdonation არ ყიდის და არ გასცემს მიღებულ მონაცემებსა და ინფორმაციას.

როგორ არის ეს შესაძლებელი?

ონლაინ-მაღაზიები ყოველ შეძენაზე საკომისიოს უხდიან ShopDonation-ს, რომელსაც ჩვენი სისტემა ავტომატურად შემოწირულობად გარდაქმნის. ყოველი შესყიდვისას კომპანია ირჩევს, თუ რომელ სოციალურ ინიციატივას მოხმარდება შემოწირულობა. შესაძლოა, ეს შესყიდვებიდან შემოსული შემოწირულობა კონკრეტული სოციალური ინიციატივისთვის მუდმივ შემოსავლად იქცეს.
ამგვარად, ჩვენ ვანაწილებთ კომერციულ მოგებას სხვადასხვა სოციალურ ინიციატივაზე. ინფორმაციას, თუ როგორ ახერხებს Shopdonation ამას, გაეცანით აქ.

ბიზნეს-პროვაიდერები

ონლაინ მაღაზიების გვერდზე ნახავთ ბიზნესის კატეგორიას, სადაც ჩამოთვლილია ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების ყველა პროვაიდერი. კატეგორიები მოიცავს ბიზნეს კონტრაქტებს, დაზღვევას, საოფისე ნივთებს, ავია-ბილეთებს და სასტუმროს დაჯავშნას.

მცირე და საშუალო საწარმოები

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ShopDonation ყველაზე წარმატებულად მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში მუშაობს. ყველაზე წარმატებული მაგალითებია რეგიონალური IT კომპანიები, რომლებიც რეგულარულად სარგებლობენ ონლაინ შესყიდვებით თავიანთი მომხმარებლებისთვის და ამით დიდი რაოდენობით შემოწირულობას გაიღებენ.

თავად გამოსცადე

თუ გეგმავთ ონლაინ შესყიდვას, გამოსცადეთ ShopDonation-ის სისტემა. ამ გზით, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს შეუძლიათ მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე წვლილი შეიტანონ თავიანთ სოციალურ ინიციატივების წახალისებაში.

იხილე ონლაინ-მაღაზიები