დაარეგისტრირე სოც.ინიციატივა
ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც აქვს სოციალური მიზანი, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ პლატფორმაზე, მაგალითად: საქველმოქმედო ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სკოლა, სპორტული კლუბი, საავადმყოფო, სოციალური საწარმო, მუსიკალური ჯგუფი, ხელოვნების პროექტი, პირადი ინიციატივა და სხვა. პლატფორმა მუშაობს ისევე, როგორც ქრაუდფანდინგი. შესაბამისად, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ როგორც იურიდიული, ისევე ფიზიკური პირი. დარეგისტრირდით და დაელოდეთ ვერიფიკაციას!
რა რაოდენობის თანხის გამომუშავება შეუძლია სოციალურ ინიციატივას
თქვენი ინიციატივის მხარდამჭერი მცირე ჯგუფის ჩართულობასაც კი, მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თქვენი ინიციატივის მხარდამჭერი, მით უფრო გაიზრდება თქვენი შემოწირულობა ShopDonation - ის მეშვეობით. დეტალურად გაეცანით აქ: თუ რა რაოდენობის თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი ShopDonation - ის დახმარებით.
თქვენი ShopDonation - ის ბმული
სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას, თქვენ მოგენიჭებათ ShopDonation - ის ბმული, რომელიც შემდეგნაირად არის სტრუქტურირებული: Shopdonation.ge/name. ყველა, ვინც თქვენი ბმულის საშუალებით შეიძენს პროდუქტს ან მომსახურებას პლატფორმაზე განთავსებულ ონლაინ მაღაზიებში, ავტომატურად დაუჭერს მხარს თქვენს ინიციატივას.