როგორ მუშაობს

ShopDonation-ის მეშვეობით შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა ყველა აფილირებულ ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობისას, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. თქვენ მხოლოდ აკლიკავთ ონლაინ-მაღაზიას და იქ უკვეთავთ სასურველ პროდუქტს / სერვისს. რაც მთავარია, ეს თქვენთვის დამატებითი ხარჯი არ იქნება და თითოეული შენაძენისას შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ, თუ რომელ სოციალურ ინიციატივას უჭერთ მხარს. ამ გზით ჩვენ ერთად გადავანაწილებთ კომერციულ მოგებას სოციალურ ინიციატივებზე.

“Too Good to be True”? - როგორ გამომუშავდება შემოწირულობა

როდესაც ShopDonation გადაამისამართებს „კლიენტს“ ონლაინ მაღაზიასთან, სადაც იგი შეიძენს პროდუქტს ან მომსახურებას, ჩვენ მივიღებთ გასამრჯელოს საკომისიოს სახით. ხშირ შემთხვევაში ეს საკომისიო შენაძენის ღირებულების გარკვეული პროცენტია, ზოგჯერ - ფიქსირებული თანხა. ShopDonation-ი შემოწირულობის 60%-ს სოციალურ ინიციატივას ურიცხავს, დარჩენილ 40%-ს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად ვიყენებთ.
მაგალითი:
თქვენ გსურთ ფეხსაცმლის შეძენა და ShopDonation - ის პლატფორმაზე, ირჩევთ და გადადიხართ ონლაინ მაღაზიის გვერდზე, სადაც ყიდულობთ ფეხსაცმელს 100 ლარად. ShopDonation - ის პლატფორმაზე ჩანს, რომ აღნიშნული ონლაინ მაღაზია გადახდილი თანხის 10% საკომისიოს ურიცხავს ShopDonation-ს. ეს ნიშნავს, რომ მიღებული 10 ლარიდან, 6 ლარი კონვერტირდება შემოწირულობაში და გადაერიცხება თქვენს მიერ არჩეულ სოციალურ ინიციატივას.

თქვენი შემოწირულობის დადასტურება

ShopDonation ერთადერთი პლატფორმაა, სადაც დასტური თქვენი შემოწირულობის მიღების შესახებ მოგივათ როგორც მეილზე, ასევე აისახება თქვენი ShopDonation-ის ანგარიშშიც. მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას მითითებულ მეილზე წვდომა არ ექნებათ სხვა ჩართულ მხარეებს, მათ შორის არც იმ სოციალურ ინიციატივას, რომელსაც უჭერთ მხარს. დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ როგორ ვიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას, წაიკითხეთ აქ.

ანონიმურობა

თუკი არ გსურთ მომხმარებლის ანგარიშის შექმნა, ანონიმურად ვაჭრობის დროსაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ სასურველ სოციალურ ინიციატივას, თუმცა, ამ შემთხვევაში დამადასტურებელ მეილს ვერ გამოგიგზავნით. ალტერნატიულად, თქვენი შემოწირულობის შემოწმება შეგიძლიათ საწყისი გვერდის ბოლოში, „ბოლოდროინდელი შემოწირულობების“ განყოფილებაში, ან პირდაპირ სასურველ სოციალურ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ყურადღება მიაქციეთ რომელ სოციალურ ინიციატივას უჭერთ მხარს

ონლაინ-მაღაზიების გვერდის ზედა ნაწილში ყოველთვის გამოჩნდება თუ რომელ სოციალურ ინიციატივას უჭერთ მხარს ვაჭრობისას, რისი შეცვლაც თავად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს ანგარიშს გახსნით, სასურველი ინიციატივა შენახული დაგხვდებათ.

რა განასხვავებს ShopDonation-ს ტრადიციული Fundraising - გან

ვინაიდან ადამიანების უმეტესობა ხშირად ონლაინ ვაჭრობს, ShopDonation - ზე დარეგისტრირებულ სოციალურ ინიციატივებს მუდმივი ფინანსური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა აქვთ. არაკომერციული ორგანიზაციებისთვის თანხების მოძიება ხშირად გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, მცირე, თუმცა განმეორებადი შესყიდვებიც კი ძალიან დასაფასებელია!

თუ თქვენ გაქვთ სოციალური ინიციატივა, გაეცანით აქ, რა შემოწირულობის გამომუშავება შეგიძლიათ ShopDonation - ის პლატფორმაზე.
 



ყოველდღიურად ასობით მომხმარებელი და სოციალური ინიციატივა რეგისტრირდება ShopDonation-ის პლატფორმაზე

სისტემა სრულად გამჭვირვალეა. დარეგისტრირებულ სოციალურ ინიციატივებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეამოწმონ შემოწირული თანხის რაოდენობა საკუთარ ანგარიშზე. მომხმარებელს და სოციალურ ინიციატივას შესაძლებლობა აქვთ შეამოწმონ გადაირიცხა თუ როდის გადაირიცხება შემოწირულობა. Shopdonation-ის პლატფორმაზე ორივე მხარეს პირველივე შესყიდვიდან შეუძლია გადაამოწმოს ნებისმიერი შეუსაბამობა.

გაეცანით აქ თუ როგორ ხდება მომხმარებლებისა და სოციალური ინიციატივის ვერიფიცირება

თუ ონლაინ შოპინგს გეგმავთ, გამოიყენეთ ShopDonation-ის პლატფორმა და მხოლოდ ორი დაკლიკებით და დამატებითი ხარჯის გარეშე თქვენს სასურველ სოციალურ ინიციატივას დაეხმარებით. თქვენი საყვარელი ონლაინ-მაღაზიები უკვე მონაწილეობენ პროექტში! ერთად გავანაწილოთ კომერციული მოგება სოციალურ ინიციატივებზე. გაიღე შემოწირულობა დამატებითი ხარჯის გარეშე


ShopDonation მსოფლიო მასშტაბით

ShopDonation ბევრ ქვეყანაში უკვე წარმატებული სტარტაპია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ სოციალურ ინიციატივას შეუძლია მიიღოს შემოსავალი სხვადასხვა ქვეყნიდან.
სოციალური ინიციატივები სულ მალე მიიღებენ საერთაშორისო ბმულს, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ შემოწირულობების მიღებას ნებისმიერი ქვეყნის ShopDonation - ის პლატფორმიდან. მხარდამჭერებისთვის ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვა ქვეყანაში იმყოფებიან, მაინც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმავე ინიციატივას ონლაინ შესყიდვებით მთელ მსოფლიოში.

ქვეყნები სადაც ShopDonation - ის სტარტაპი უკვე მუშაობს:

- აშშ: www.shopdonation.com
- დიდი ბრიტანეთი: www.shopdonation.co.uk
- შვეიცარია: www.shopdonation.ch
- სამხრეთ აფრიკა: www.shopdonation.co.za
- ნიდერლანდების სამეფო: www.doelshop.nl

 

იხილე ონლაინ-მაღაზიები